მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

07 აპრ 2019

მაჭახლის ხეობაში მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. 

მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.