აფეთქებისას დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა შოკურ მდგომარეობაშია

06 აპრ 2019

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 21 წლის კაცი დამწვრობით შოკში იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით კაცს დამწვარი აქვს სახე, გულ-მკერდი, ზემო და ქვემო კიდურები.

აფეთქების შედეგად დაზიანება 8 ადამიანმა მიიღო. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განაწილებულები. ექიმის ცნობით, სტაბილურია დაშავებული რვა თვის ბავშვის მდგომარეობა.