გამოცდების ხანგრძლივობა და საგნებში გამსვლელი ქულები განისაზღვრა

04 აპრ 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის გამსვლელი ქულა და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩასაბარებლად 3 საათი და 45 წუთი ექნებათ, მაქსიმალური ქულა- 70, ხოლო მინიმალური გამსვლელი ქულა -18 იქნება. 

გასულ წელთან შედარებით ქულების ზღვარი შემცირებულია, 2018 წელს ქართულ ენაში მაქსიმალური 80, გამსვლელი ქულა კი 21 იყო. რაც შეეხება ხანგრძლივობას, აბიტურიენტებს ტესტების დასაწერად 4 საათი და15 წუთი ჰქონდათ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგად უნარებში მაქსიმალური ქულა- 80; მინიმალური გამსვლელი ქულა კი კვლავ 24 იქნება. გამოცდის დრო 3 საათი და 10 წუთი. 

რაც შეეხება უცხოური ენების გამოცდას, მაქსიმალური ქულა - წელს 90 ნაცვლად 80 იქნება,  მინიმალური გამსვლელი ქულა კი 17.

​ზოგადი უნარების გამოცდაში წელს ცვლილება არ შესულა. უცვლელია ქულების ზღვარი და გამოცდის ხანგრძლივობა. 

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი 4 600-მდე სტუდენტმა დააფიქსირა. ​