ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება

02 აპრ 2019

ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება. ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა  უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი და მიუთითოს ქალაქი.

7 მაისის 18:00 საათამდე საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევაა შესაძელბელი. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.