მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა

01 აპრ 2019

შუახევის მერიაში საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საჯარო განხილვაზე  მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს 2019-23 წლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

ასევე იმსჯელეს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ პრობლემებზე, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით უნდა გადაწყდეს.