ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა

01 აპრ 2019

ქობულეთში, ხუცუბნის ცენტრალურ გზაზე, ავტობანის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოქალაქეები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. პაციენტებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.