სასტუმროს საუნაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

01 აპრ 2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმრო ''მგზავრების'' საუნაში გაჩნდა, დამწვარია პირსახოცები.

უწყებაში ამბობენ, რომ შენობიდან ხალხი უსაფრთხოების მიზნით გამოიყვანეს.

ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაჩნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.