საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა  გამოუშვა 

30 მარ 2019

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა. ეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

''ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუკში“.