ახალწვეულებმა  სამხედრო  ფიცი  დადეს

29 მარ 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა ფიცი დადეს. ისინი ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. 

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს  უფროსმა წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.