უმაღლესი განათლების პრიორიტეტები და ბაზრის მოთხოვნები

25 მარ 2019

 მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს არ პასუხობს - დაახლოებით ასეთია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს და შრომის ბაზარს ეხება. აუდიტორები მიუთითებენ, რომ პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უმაღლესი სასწავლებლები  არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის ტენდენციებს. აუდიტორები ნაკლოვანებებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ ასეთი ვითარება ქმნის უმუშევრობის გაზრდის რისკებს.