პრემიერი - "ქვეყანაში წყლის ხარისხის შეუსაბამობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება"

25 მარ 2019

ქვეყანაში წყლის ხარისხის შეუსაბამობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი  განიხილეს.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.