მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიაში ერთვება

09 აგვ 2016

დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი ამომრჩევლის გასააქტიურებლად  საარჩევნო კამპანიას იწყებს. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გააკეთა. მისი განმარტებით, ეს იქნება ამომრჩევლის გააქტიურებისკენ მიმართული  და არა  რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია.