სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-შეხვედრა ორთაბათუმსა და ყოროლისთავში

24 მარ 2019

ხელვაჩაურის სოფლებში ორთაბათუმსა და ყოროლისთავში მოსახლეობას მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, წყლის სისტემის გამართვა და გაზიფიკაცია დაასახელა მოსახლეობამ მთავარ პრობლემებად - პროგრამით გამოყოფილი თანხების ძირითადი ნაწილი  გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლისთვის   20 ათასი ლარია გამოყოფილი.  შეხვედრები უკვე გაიმართა ექვს სოფელში.