გონიოს ყოფილი პოლიგონი ინვესტორების მოლოდინში

08 აგვ 2016

გონიოს ყოფილი პოლიგონი განაღმვის, სახელმწიფო კი ინვესტორების ძიების პროცესშია.  ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიის შესაძლო ათვისებას  უკავშირდება,  არის  “შავი ზღვის მარგალიტი” 5 მილიარდი დოლარის  ღირებულებით. ბოლო პერიოდში, პოლიგონის მიმართ დაინტერესება კომპანია “დაბი ჯგუფის” წარმომადგენელმა, არაბმა შეიხმაც  გამოხატა. ეს ის ინვესტორია,  რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში სასტუმრო “Bილტმორე” გახსნა.