ტოჩინოშინის გამარჯვება

22 მარ 2019

ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთი დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი ტურნირზე 7:7-ზე გახდა და ხვალ ბოლო საშეჯიბრო დღეს აუცილებლად სჭირდება მოგება, სხვა შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება.