ირმა ხეცურიანის კიდევ ერთი ოქრო მსოფლიო თასზე

21 მარ 2019

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხმლით ფარიკაობაში ირმამ ფინალში ჩინელი აო ლანჟუსი ანგარიშით 15-2 დაამარცხა.
ქართველი პარასპორტსმენისთვის ეს მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე.

პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია.