21 მარ 2019
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ალამბრის და ზედა კონდიდის მოსახლეობას ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა.
დღეს ადგილობრივებმა წყლის სისტემის გამართვა და გაზიფიკაცია მოითხოვეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, კონდიდში 12 ათასი, ხოლო ალამბარში 20 ათასი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ჯამში კი მუნიციპალიტეტისთვის 836 ათასი ლარი.