ხელვაჩაურში ეკომიგრანტებისთვის კიდევ ერთი სახლი აშენდება

21 მარ 2019

ხელვაჩაურში ეკომიგრანტებისთვის კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი აშენდება.  39 ბინიანი კორპუსის მშენებლობაზე, რემონტისთვის, ავეჯისა და  ეზოს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად  მერია 3 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

სახლი ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სოფელ კაპრეშუმში აშენდება. დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საცხოვრებელი სახლის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას.