საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ შვეიცარიას ხვდება

21 მარ 2019

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ზესტაფონის ბაზაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით განაგრძო ,,ევრო 2020“-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მოსამზადებელი შეკრება. სლოვაკი თავკაცის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.  

ხვალ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს შვეიცარიასთან მატჩით გახსნის. მატჩი„დინამო არენაზე“  18 საათზე დაიწყება. უკვე თბილისშია  შვეიცარიის ნაკრებიც, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში მე-8 ადგილზეა და სისტემატურად ხვდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე.


ჩვენი გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. პრესკონფერენციის შემდეგ ჯერ საქართველოს ნაკრები, მოგვიანებით კი შვეიცარიის გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.