ბათუმი „ტურიზმის ოსკარის“ ერთ-ერთ ნომინაციაზე წარადგინეს

19 მარ 2019

ბათუმი ტურიზმის ოსკარად წოდებულ მსოფლიო ჯილდოზეა ნომინირებული.  ნომინანტებს შორის არიან იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, აზერბაიჯანის ქალაქები. იბრძვიან 2019 წლის სწრაფად განვითარებადი ტურისტული ადგილის სტატუსის მოსაპოვებლად. დაჯილდოება 8 ივნისს პორტუგალიაში გაიმართება. გამარჯვებულებს მსოფლიო დონის ჟიური შეარჩევს, შესაძლებელია ხმის ელექტრონულად მიცემაც. ამ საკითხის პრეზენტაცია გაიმართა ცოტა ხნის წინ ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში.

ცნობისთვის, მთავრობის პრესსამსახურში გუშინ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა არაფორმალური შეხვედრა ჟურნალისტებსა და მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შორის, რაც გაუგებარი იყო - საბოლოოდ კი დააზუსტეს, რომ საქმე ეხება ბათუმის მნიშვნელოვან ჯილდოზე ნომინირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას.