მედიატური უკრაინელი ჟურნალისტებისთვის

18 მარ 2019

უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს გამოაქვეყნებენ. მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძს მოინახულებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  გასულ წელს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ჯამში  963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო.