შარაბიძეების დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

18 მარ 2019

შარაბიძეების დაწყებითი სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაიხარჯა  64 ათასი  ლარი, რომლის ფარგლებშიც  სკოლაში გარემონტდა საკლასო ოთახები, შენობაში დამონტაჟდა   ცენტრალური გათბობა.  ამჟამად დაწყების სკოლაში 48 მოსწავლე სწავლობს. სამუშაოები აჭარის განათლების მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.