14 წლის ბიჭი, რომელიც მოპედს მართავდა ავარიის დროს დაშავდა

18 მარ 2019

ბათუმში ავარიის დროს 14 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძისა და გ.აბაშიძის ქუჩების კვეთაში მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.   

არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიჭს ფეხი აქვს მოტეხილი.