15 მარ 2019
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მოსახლეობასთან შეხვედრებს 21 მარტს დაიწყებენ. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ თითოეული მოქალაქის ინიციატივას მოისმენენ.
მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით შეხვედრების გრაფიკი უკვე განსაზღვრულია. შერჩეული პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტს თანხას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გადაურიცხავს.