გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

14 მარ 2019

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ფერმწერ თამარ ლომიძის საიუბილეო, პერსონალური  გამოფენა გაიხსნა. ამჯერად დამთვალიერებელს მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა თემატიკაზე  შექმნილი 33 ნამუშევრის  ნახვა შეეძლება. ბავშვობის მოგონებები და  ძველი თბილისი -  აკვარელით, ტიპოგრაფიული საღებავებით, აკრილით, ზეთით და ტუშითაა გაცოცხლებული.

თამარ ლომიძის შემოქმედებაში ბევრია საკუთარი ლექსების მიხედვით შექმნილი მხატვრული ტილო, რომელთაგან ერთ-ერთი ბათუმის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დარჩება.  მხატვარმა, მუზეუმს „ტყე ნისლში“ უსახსოვრა. თამარ ლომიძის  ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში 30 მარტის ჩათვლით იქნება გამოფენილი.