აუდიტის სამსახურმა საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო

08 აგვ 2016

,,სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა უკვე  დაიწყო. საუბარია შუამთობის დღესასწაულზე ახლადდაქორწინებული წყვილისთვის  ოქროს ბეჭდების გადაცემაზე. საჩუქარი მათ  პრემიერ-მინისტრმა  და აჭარის მთავრობის თავმჯომარემ გადასცა.