აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

07 აგვ 2016

ხელისუფლების პოლიტიკა  ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ქვეყნის გამთლიანების ხედვა.  “მშვიდობა თუ გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ომისთვის ნებისმიერ მომენტში” - ამბობს ირაკლი ალასანია და  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს. პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ გამოძიების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ  საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ აქვს.