სოფელ ლეღვასთან ცენტრალურ გზაზე ხეები იწვის

12 მარ 2019

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ცენტრალური გზის მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი უკიდია, როგორც ხეებს, ასევე ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს. ცეცხლი რამდენიმე ლოკაციაზე გადავიდა. 

შემთხვევის ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დამატებითი ეკიპაჟები სოფელში რამდენიმე წუთში მივლენ.