7 წელი საფრთხის მოლოდინში - მიწისძვრით დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

11 მარ 2019

დახმარებას ითხოვენ, გორგაძეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურში. ოჯახი ერთ-ერთია იმ რამდენიმეათეულ ოჯახს შორის, რომელსაც სახლი მიწისძვრამ ჯერ კიდევ 2012 წელს დაუზიანა.

საცხოვრებელი მეწყერსაშიშ ზონაშია, კედელი ჩამონგრეულია,საძირკველი კი დაწეული. საცხოვრებელი რომ გამაგრებას საჭიროებს ამას გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს.