ხულოს მერიაში 12 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება 

08 მარ 2019

ხულოს მერიაში 12 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება. თავისუფალია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების  ხელმძღვანელის თანამდებობაც.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილე და ოთხი აიპის ხელმძღვანელი გასულ კვირას დანიშნა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და აიპებში ამჟამად სულ 860 ადამიანია დასაქმებული.