ბათუმის პარკში გულის ფორმის ხეივანს აკეთებენ - ხეები 8 მარტთან დაკავშირებით ირგვება 

07 მარ 2019

ბათუმის ცენტრალურ პარკში, უნივერსიტეტის წინ, დეკორატიულ ხეებს რგავენ. "ირმის რქის" ხეივანში 80 ხე ისეთი თანმიმდევრობით დაირგვება, რომ  ერთობლიობაში გულის ფორმას მიიღებს. 

გამწვანების სამსახური გულის ფორმით ხეებს, 8 მარტთან დაკავშირებით რგავს. ირწმუნებიან, რომ "გულში" რამდენიმე თვეში წითელი ფერის ყვავილებს ჩარგავენ. 

ხეებს დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, სიმბოლურად, დღის 3 საათზე ქალები დარგავენ. გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას დილიდან ამზადებენ. 

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს,  1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.