100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებიდან

06 მარ 2019

ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნები 1919 წლის 14 თებერვლისთვის დანიშნა. არჩევნებში 15 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა, თუმცა დამფუძნებელ კრებაში აქედან მხოლოდ 4 პარტია მოხვდა, რომლებსაც მოგვიანებით კიდევ ორი სუბიექტი შეუერთდა. მათ პარლამენტში 6 ფრაქცია შექმნეს. დამფუძნებელი კრება 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა. მას შემდეგ ზუსტად 100 წელი გავიდა.

100-ზე მეტი სამართლებრივი აქტი მიიღო დამფუძნებელმა კრებამ, მათ შორის იყო ყველაზე მთავარი - საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამფუძნებელი კრების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა.