სასმელი წყლის ახალი ქსელი 2 სოფელში

06 მარ 2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მაღლაკონსა და ევგენიძეებში  სასმელი წყლის ქსელი ექსპლუატაციაში შევიდა. მშენებლობა აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წყალსადენი საექსპლუატაციოდ მზად არის და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ორ სოფელში, 80-მდე ოჯახს  სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება.