06 მარ 2019
თაბუკაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. მოეწყო სანიაღვრე არხი, ბორდიურები და ტროტუარებზე დაიგო ფილები. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარი იგება.
პროექტის ფარგლებში ჯამში 11 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს. მათგან 5 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. სამუშაოებისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.