ქობულეთში, ე.წ. ემტეესის უბანში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

05 მარ 2019

ქობულეთში, ე.წ. ემტეესის უბანში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე შენდება სანიაღვრე არხები, მოეწყობა ტროტუარი და დაიგება ასფალტის საფარი.

სამშენებლო სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება. პროექტში ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.