შეუსრულებელი ვალდებულება - დაპირების მიუხედავად ბათუმში ორი სკვერი არ აშენდა

04 მარ 2019

შეუსრულებელი დაპირება და შეუსრულებელი ნაკისრი ვალდებულება - იმას რასაც წლების წინ პროტესტი მოჰყვა და მერიამ თითქოს მოაგვარა, ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

კერძო დეველოპერმა ჯავახიშვილსა და ზუბალაშვილზე კორპუსები ააშენა, სკვერების მოწყობა კი არაა დაწყებული, არადა ვადა აპრილში იწურება.