თანამშრომლობის მემორანდუმი დონის როსტოვის უნივერსიტეტთან

03 მარ 2019

„მინდა  ის უძველესი ისტორიული ურთიერთობები რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს ეს კიდევ მეტად გახდეს სამეცნიერო ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, საერთო ისტორია გვაქვს უდიდესი“  - ეს სიტყვები  სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დონის როსტოვის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას თქვა.

ხიჭაურის უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გააფორმა, რომელიც სტუდენტებისა და  ლექტორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს გულისხმობს. შეხვედრის ამსახველ ვიდეო -მასალა სხალთის ეპარქიის ვებ გვერდზეა განთავსებული.