02 მარ 2019
სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა დღეს 31 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და „სუმგაითის“ ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმის სომხურ ეკლესიაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, ასევე მოეწყო ამ თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ოფიციალური მონაცემებით, 1988 წლის 27-29 თებერვალს ქალაქ სუმგაითში დაიღუპა 27 და დაიჭრა სომხეთის 100 მოქალაქე, თუმცა სომხური დიასპორა განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ამ მოვლენებს გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.