ძველ ბათუმში  დაწყებულმა მშენებლობამ  საცხოვრებელს  საძირკველი  გამოაცალა

02 მარ 2019

ბათუმში ფარნავაზ მეფის 40 ნომერში, ე.წ იტალიური ეზოს მცხოვრებლები ეზოში დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განმარტებით თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით ორსართულიანი სახლი უნდა აშენებულიყო, ახლა კი კომპანიამ 4 სართულიანი შენობის პროექტი წარმოადგინა, რაც მათთვის მიუღებელია.

როგორც შეკრებილებმა თქვეს, მშენებლობისთვის საძირკველის გათხრისას გვერდით მდებარე სახლის ფუნდამენტი დაზიანდა. მოსახლეობა ბათუმის მერიას დახმარების თხოვნით მიმართავს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან კი , რომ მშენებლობა კანონის ფარგლებში დაიწყო და ბათუმის მერიისგან ნებართვა აქვთ.