ხულოს პროფესიული კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

02 მარ 2019

ხულოს პროფესიული კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. სასწავლებელი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება.

სტუდენტები თექაზე მუშაობას , სატყეო საქმის, ვეტერინარიის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამებს შეისწავლიან. პედაგოგების შერჩევის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებამდე გადამზადდებიან. სასწავლო პროცესი გვიან გაზაფხულზე დაიწყება.