მზადება მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშებისთვის 

02 მარ 2019

საქართველოს  ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო თამაშებისთვის ემზადება, რომელიც ოქტომბერში  სან დიეგოში გაიმართება.  ბათუმში ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა  წინასატურნირო ვარჯიში  გაიარა. გუნდი თავისუფალი სტილის მოჭიდავეებითაა დაკომპლექტებულია. 

ერთ-ერთი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილია. ნაკრებს 4 სალიცენზიო ტური ელოდება, რომლის პირველი ეტაპი 29 მარტს პორტუგალიის ქალაქ ჩავეში გაიმართება.