სამთო მომზადების კურსი ნატოს ეგიდით

01 მარ 2019

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის  ფარგლებში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად 8 ქვეყნის 33 სამხედრო მოსამსახურეს, თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ასწავლიან.