სოფელ ვერნებში ეკლესიის აღდგენას მუსლიმები ითხოვენ

28 თებ 2019

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში მცხოვრები მოქალაქეები ისტორიული, საკულტო ნაგებობის აღდგენას ითხოვენ. საუბარია აბუსერისძეების მიერ შუა საუკუნეებში აგებულ ტაძარზე. გადმოცემის მიხედვით მის მიმდებარედ სამარხებია.

ცნობისთვის, სოფელში 1977-1978 წლებში არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა. რას აპირებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო?