პროგრამა უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებისთვის

28 თებ 2019

შუახევის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამაში ჩაერთვებიან 100 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები.  

კომისიის გადაწყვეტილებით, მერია სახლს ათ ბენეფიციარს შეუძენს. პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათას ლარია გამოყოფილი. პროექტი მესამე წელია ხორციელდება.