ხელვაჩაურის აუდიტის დასკვნაზე ჩანიშნულ სხდომას მართველი გუნდის წევრები სავარაუდოდ არ დაესწრებიან

26 თებ 2019

 ხელვაჩაურში აუდიტის ბოლო დასკვნას ამ წუთებში დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. რიგგარეშე სხდომის მოწვევას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' რამდენიმე დღის წინ  ითხოვდა, რასაც თავიდან არ აპირებდა  საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე.

უკვე ცნობილია, რომ თვითმმართველობის შიდა აუდიტის სამსახურმა მაკონტროლებელ ორგანოს გადაუგზავნა   დოკუმენტაცია, რომელიც  გათვალისწინებულ შენიშვნებს და ხარვეზების აღმოფხვრის გეგმას ეხება.