26 თებ 2019
ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო, ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,რომ ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადამზიდავ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა.
მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს რომ ის მოკლეს.