ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ბექა ბერძენიშვილის წარმატება

23 თებ 2019

საერთაშორისო ტურნირზე სამბოში ბექა ბერძენიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მინსკში გამართულ ბელარუსის  საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე დღეს, ახალციხელმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი აიღო.

მან ჯილდო +100 კგ წონით კატეგორიაში, მიიღო. მასთან ერთად წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სამბისტებმა: ლევან ნახუცრიშვილმა, რომელმაც ვერცხლი, ვახტანგ ჩიდრაშვილმა ბრინჯაო, ელენე ქებაძემ ბრინჯაო და პაატა ღვინიაშვილმა ასევე ბრინჯაო მიიღო.