ექსტერნის გამოცდებზე   რეგისტრაცია დაიწყო 

23 თებ 2019

ექსტერნი გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა განაცხადი რესურსცენტრებში 28 თებერვლამდე უნდა შეიტანონ. ექსტერნატის წესით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველები გამოცდას სკოლებში ჩააბარებენ.  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის კი 5 საგანში გამოცდას  ცენტრალიზებულად სამინისტრო ჩაატარებს.

მოსწავლეს შეუძლია როგორც ერთი საგანი, ასევე სემეტრული  ან ცალკეული კლასის პროგრამა ჩააბაროს. ამ დროისთვის, ბათუმის რესურსცენტრში 50-მდე მსურველია რეგისტრირებული. გამოცდები 15-დან 25 მარტის ჩათვლის პერიოდში ჩატარდება.