უარი სატელევიზიო კომენტარზე - როგორია ბათუმში გადმოყვანილი არასრულწლოვნების ჯანმრთელობის  მდგომარეობა?

23 თებ 2019

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან ხულოში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები. კლინიკის ხელმძღვანელობამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აცხადებენ, რომ რვავე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ყველაზე პატარა 4 თვის ჩვილია, რომელიც საავადმყოფოში გრიპის ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს. არასრულწლოვნების ხულოდან ბათუმში გადმოყვანის გადაწყვეტილება ოჯახმა 2 დღის წინ 4 წლის გოგონას პნევმონიით გარდაცვალების  შემდეგ მიიღო.