ზაფხულისთვის სოფელი დიაკონიძეები შესაძლოა წყლის გარეშე დარჩეს

19 თებ 2019

ზაფხულისთვის სოფელი დიაკონიძეები შესაძლოა წყლის გარეშე დარჩეს - ადგილობრივები პრობლემებს შუახევჰესის მშენებლობას უკავშირებენ. აქ რეზერვუარებში წყლის მომარაგება ამინდზეა დამოკიდებული და კარგი ამინდის გამოსვლასთან ერთად საკმარისი წყალი ვეღარ დაგროვდება.

წყლის მარაგის გარდა, სოფელში დაიბზარა სახლები და ადგილობრივები ამასაც ჰესზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებენ. მერიაში და კომპანიაშიც აცხადებენ, რომ საკითხს ერთი თვის განმავლობაში შეისწავლიან.